MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

დავით გარეჯთან დაკავშირებით, “ილია ჭავჭავაძის ცენტრის”  წარმომადგენელი გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

1. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

დავით გარეჯი ქართულია. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ითვლება აზერბაიჯანის ტერიტორიად. ესაა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა და დაგვიტოვეს ქართველმა კომუნისტებმა.

2. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი ფიზიკურად სად გადის მიწაზე, დადგენილი არ არის.

3. საზღვრის დადგენის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. საზღვრის დადგენის ხელშეკრულებას პარლამენტის რატიფიკაცია ჭირდება.

4. შესაბამისად, ვერაფერი იქნება გადაცემული, ან გადმოცემული საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

5. შევარდნაძის და სააკაშვილის ადმინასტრაციები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მეზობელ, მეგობარ, პოლიტიკურ პარტნიორ აზერბაიჯანთან იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად აღმოჩენილიყო საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს შიგნით.

6. დავით გარეჯს არ აქვს მხოლოდ კულტურული, რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის, მას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა და ეს მნიშვნელობააა – პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი. ანუ ემოციის და გრძნობების გარდა, სუფთად პრაგმატულად მნიშვნელოვანია, რომ ბერთუბანიც საქართველოს ტერიტორიული საზღვრების შიგნით აღმოჩნდეს.

7. რა რუკებიც გინდა მივიტანოთ მოლაპარაკებებზე, თუ აზერბაიჯანული მხარე ამ რუკებს არ მიიღებს, საბოლოო შეთანხმება ვერ შედგება.

8. კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხელს თუ არ მოაწერს, ვერაფერს მივიღებთ, რაც ნიშნავს, რომ გარეჯის ნაწილი დარჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

9. პრეზიდენტი ალიევი უნდა დავარწმუნოთ. ამას ცდილობდა შევარდნაძეც და სააკაშვილიც. უნდა მოვილაპარაკოთ.

10. მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არის, ძალით დაიბრუნო, რაც ნიშნავს ომს მეგობარ სახელმწიფოსთან, რომელიც ყველა გასაჭირის დროს გვერდში გვედგა და რომელიც ახლაც გვერდში გვიდგას. სხვა გზა ნიშნავს ომს, რომელსაც წავაგებთ ყველგან, ყველა ფრონტზე, სხვა გზა ნიშნავს ეკონომიკურ განადგურებას, რომელიც მალევე დასრულდება პოლიტიკური განადგურებით. სხვა გზა არის ის, რაც მოსკოვს სურს.

11. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. რამდენი რუკებიც უნდა ათრიონ ღარიბაშვილმა და ხიდაშელმა, ალიევი თუ არ დავითანხმეთ, საკითხი არ წყდება.

12. რუსეთის საეგზარხოსო მოქმედებს რუსეთის ინტერესებით. მმართველი კლანი სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების საზიანოდ მოქმედებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად – მინიმუმ, მაქსიმუმ – ისიც საეგზარხოსოს მსგავსად შეგნებულად მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.”- წერს გია ჯაფარიძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER