MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ჟურნალისტ ნანა გაგუას პოსტი სოციალურ ქსელში:

“დედითქვენისას მიირთმევთ (თან ლაფატკებით!), ვინც ჩალით ჩანაცვლებული ტვინებით ფიქრობთ, რომ ხარისხის არმქონე ”მეცნიერების” და ”გარეჯი სხვისია” დასკვნის ტაშისმკვრელები იმიტომ არ ვართ, რომ დღედაღამე ”ვოცნებობთ-ვქოცობთ”!

მაშდამე, ასე: ტაშის ”კვრას” დამსახურება უნდა, ძმაო! ტაში შემიძლია დავუკრა გოლს, რომელსაც თბილისის ”დინამო” უთანასწორო ბრძოლაში გაიტანს! ბოლო წუთში დადებულ გადამწყვეტ ლელოს! იაპონელების მიერ ნამღერ ”ჩაკრულოს”! ხუთშვილიან დედას, რომელიც მეექვსე-მეშვიდედ სხვისას იშვილებს უანგაროდ! ჯარისკაცს, პოლიციელს, მეხანძრეს, ექიმს, რომელიც სხვის სიცოცხლეს თავისას ანაცვალებს და ასე შემდეგ… ასე რომ დაახვიეთ და გინდ ტაშით იტყავეთ ხელები და გინდ სხვისი ფულების თვლით! ჩვენ გაგვეშვით და ფრთხილად შეფასებებში, სიმმ!”- წერს ნანა გაგუა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER