საუკეთესო მაგალითი აჩვენა დღეს წულუკიანმა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი – ინგა გრიგოლია

477
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება თეა წულუკიანის მიერ, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით:

“რა არ მინახავს ამ ქვეყნად, მაგრამ დეპუტატს, თანაც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თანაც სტრასბურგში ნამუშევარს, ასე სახალხოდ გაებედოს ადამიანთან შეუთანხმებლად მისი ტელეფონის ნომრის გამოცხადება, თანაც პოლიტიკური ოპონენტის, პირველად ვნახე.

ანუ, ვისაც არ გევასებათ გვარამია, დაურეკეთ და აგინეთო რა….აი, ასე ახალისებენ აგრესიას და ადამიანის განადგურების კამპანიას ამ ქვეყანაში, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ეს გაბედა.

საუკეთესო მაგალითი აჩვენა დღეს წულუკიანმა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს შენთვის პოლიტიკური ოპონენტი, ტელეფონის ნომერი გამოუცხადო და მიუსიო შენი მხარდამჭერები, არის ღიად ჩადენილი დანაშაული, ადამიანის უფლებებზე თავზე გადავლით”- წერს ინგა გრიგოლია.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?