MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ზურაბ ჭიაბერაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“პოლიტიკოსი ყველაზე ადვილად საგინებელია. აგინეთ პოლიტიკოსებს, ოღონდ გაითვალისწინეთ:

– პრობლემების მოგვარება, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, პოლიტიკურ ისნტიტუტებზეა დამოკიდებული. ამ ინსტიტუტების ქმედებას პოლიტიკოსები განსაზღვრავენ

– პოლიტიკოსების ზოგადი გინებით მთავრობას საკუთარ სიმხდალეს უმხელთ. ამიტომ მთავრობა ყველაზე ნაკლებად მაშინ დაგითმობთ, როდესაც მთავრობის გინებას ვერ ბედავთ და ზოგადად პოლიტიკოსებს აგინებთ, რასაც სამთავრობო პროპაგანდა თარგმნის, როგორც ოპოზიციის გინებას.

– ივანიშვილს სწორედ ეს უნდოდა – თქვენი დაკომპლექსება. პროტესტი გაქვს? ე.ი. ოპოზიცია ხარ. ამიტომ სანამ ეთერში რამეს იტყვი, ჯერ ის უნდა ამტკიცო, რომ ოპოზიცია არ ხარ, პოლიტიკა არ გაინტერესებს, პოლიტიკოსები (ანუ ოპოზიცია) გეზიზღება

– რაც უფრო დიდხანს იქნებით ამ კომპლექსის ქვეშ, მით უფრო დიდხანს შეჭამენ თქვენ მომავალს ივანიშვილის დატოვებული თქვენი ჯიბის და ბიუჯეტის ქურდები
აგინეთ პოლიტიკოსებს, ოღონდ თან ეს პუნქტები გახსოვდეთ.”– წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

RADIO24-BANNER