MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” დატოვა გენრი დოლიძემ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.

ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..

მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.
ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და “ბინძურ საქმეში” ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად.

ვაგრძელებ ბრძოლას სხვა ფლანგიდან, ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები შემართებით, რწმენით, მობილიზებით! წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის. 

P.S. უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკურ ტრიბუნად ნუ გამოიყენებთ ამ სტატუსს. ვისაც ჩვენი გჯერათ, უბრალოდ, წარმატებები გვისურვეთ.”- წერს გენრი დოლიძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER