ახალი პირობები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

207
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:

 აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.

გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით

ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.

თქვენი კომენტარი?