MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით.”- ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება გააკრიტიკა.

„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“,– განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER