ფოთის პოლიციის თანამშრომელი TV “პირველს” სასამართლოში უჩივლებს – საგანგებო ბრიფინგი

324
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გელა კვაშილავამ TV “პირველი”-ს გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში”  გასულ იმ რეპორტაჟს უპასუხა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ის ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვაში მონაწილეობს.

გელა კვაშილავა აპირებს, რომ ტელეკომპანია “პირველს” სასამართლოში უჩივლოს და მოითხოვოს მისგან მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამ საკითხზე მან შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

თქვენი კომენტარი?