MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ახალგაზრდა მამაკაცის  ბაქარ ადამიას საქმეზე, რომელიც ივერი მელაშვილს მაღაზიაში შეხვედრისას დაუპირისპირდა.

“ამტკიცებდნენ, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის მონაწილე პირები სამშობლოს მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები ახალისებს ბრალდებულების მიმართ არა მარტო აგრესიას, არამედ საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების რისკს აჩენს. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა საქმესთან დაკავშირებით გარემოებები შესწავლილ იყოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER