მეტროსადგური გოცირიძე 3 თვე არ იმუშავებს

190
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო- სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ
„გოცირიძეზე“ არ გაჩერდება.

8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებს.

ჩვეულ რეჟიმში განაახლებს  მუშაობას საბაგირო. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

თქვენი კომენტარი?