MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი.

“საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი სიტყვების ერთგულია და მზად არის შეიქმნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისია (საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ) რომელიც ფართო დისკუსიის რეჟიმში განიხილავს 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების შედეგებს და მიმდინარეობას.

სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს.

ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ჯიუტად იმეორებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერ ადასტურებს, რადგან შეუძლებელია დაადასტურო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს.

ალბათ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა დამეთანხმება (როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი) რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა, არამედ ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება და თანხვედრაში მოდიოდა არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებთან! ეს კარგად იცის ოპოზიციამ, სწორედ ამიტომ არიდებს თავს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მუშაობას.

ოპოზიცია საკუთარი ტყუილების ტყვე აღმოჩნდა, მათ საგამოძიებო კომისიის სახით, საკუთარი პოზიციის დამტკიცების შესაძლებლობა მიეცათ, მათ კი უარი განაცხადეს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ მთელი მათი კამპანია არჩევნების გაყალბების შესახებ ტყუილზე იყო აგებული, ეს მოსახლეობისთვის და შუამავალი ელჩებისთვის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი არის, თუ როგორი უპასუხისმგებლო ოპოზიცია ჰყავს საქართველოს, რომლის ნდობაც სამწუხაროდ არ შეიძლება”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER