MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ჟურნალისტ ლელა კურდღელაშვილის პოზიცია ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე.

“25 წელი ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმნიშვნელოვანეს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამ 25 წელში მთავრობები, ხელისუფლებები მიდიოდნენ-მოდიოდნენ, ივერი რჩებოდა და ფლობდა წვდომას სტრატეგიულ ინფორმაციაზე. მრავალი საკითხზე, რომელიც ჩვენს მეზობელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან სასაზღვრო საკითხებს შეეხებოდა, ივერის ხელთ იყო. პოლიტიკური გადაწყვეტილება მას არ ეხებოდა, თუმცა შეეძლო გავლენა მოეხდინა ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე.

გადახედეთ ამ რესპუბლიკებს: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. მგონი კარგად ჩანს, რამდენად საკვანძო პირია ივერი, რომელსაც 25 წელი უცვლელად ეჭირა ერთი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის კვალიფიკაციას არ ფლობდა (არც მეცნიერია და არც კარტოგრაფი).

გეკითხებით, საქართველოში რამდენი თანამდებობის პირი გეგულებათ ასეთ სტრატეგიულ პოზიციას ამდენი ხნის განმავლობაში რომ ინარჩუნებდა?
ან რამდენი ადამიანი იცით ისეთი, ვისაც ასე კბილებით იცავენ პოლიტიკოსები? ტიპი პოლიტპატიმრადაც კი გამოაცხადეს, რა მითი და ლეგენდა არ შეიქმნა მასზე. იმასაც მოვესწარით, რომ გირაოთიც გაათავისუფლეს.

მე მგონი ყველაფერი გასაგებია! ვინ მფარველობს ივერის და ვინ ჩანერგა ივერი,  სადღაც მერვე პოლკის დასახლებაში უცხოვრია. ეგეც საინტერესოა, მაშინ მისცეს ეგ ბინა, როცა ჯერ კიდევ მერვე პოლკის საბჭოთა ოფიცრებს ურიგებდნენ მანდ სახლებს?
– “პატიოსანი” მეცნიერი და საჯარო მოხელე ილიჩოვა, რომელიც ოკუპანტის ენაზე ადგენდა საჯარო ინფორმაციას? – აბა, ქართულის ინჩი-ბინჩი არ გაეგება მაგ ქალს.

და საერთოდ, დიდი ხანია პოლიტპატიმარი უცხო ქვეყნის აგენტურის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა ჩვენში? – “სპუტნიკის” რედაქტორი გამახსენდა, ბაჩალიაშვილის საქმეზე რომ გაკვანძეს, იგივე ამბავი იყო იქაც და მიუხედავად ამისა, გარეჯი საქართველოა, წერტილი.”- წერს ლელა კურდღელაშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER