16:7 – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

1235
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსეთის ნაკრები 16:7 დაამარცხა და გათამაშების გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.„ბორჯღალოსნებმა“ 2020 წლის გათამაშებაში ხუთივე მატჩი მოიგეს.

რუსეთის ნაკრებთან, პანდემიის გამო ორჯერ გადადებული შეხვედრა, დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა და ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021/2022 წლების გათამაშებაში, საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი, ანგარიშით 16:7 დაამარცხა. თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე, არსებული შეზღუდვების გამო მაყურებლის გარეშე გაიმართა.

თქვენი კომენტარი?