მეორე მხარე მზადაა ნებისმიერი პროვოკაციისთვის, ვფიქრობ, განმარტებები მაინც უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან – მაია ნიკოლეიშვილი

1150
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაია ნიკოლეიშვილის პოსტი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე:

“ნერვების ომი in action! – ერთ მხარეს-ხელისუფლება, პარლამენტი, მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, ვინც იცის, რა შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის და თითოეული ოჯახისთვის!

მეორე მხარეს-ყველაფრის ფასად ხელისუფლების მოპოვებისთვის აღტკინებული ლუზერი “პოლიტიკოსები”, მათ დღის წესრიგში ჩაწნულ-ჩახლართული აგრესიული მედიასაშუალებები (როგორ გული მწყდება ზოგიერთ ჟურნალისტზე!), სრულად პოლიტიზებული, აწ უკვე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ე.წ. “პოლიტიკოსებისგან” მართული, ახალგაზრდების რადიკალური ჯგუფები.

მეორე მხარე მზადაა ნებისმიერი პროვოკაციისთვის! გაოგნებული ვუყურებდი, როგორ ბრაზობდნენ, რატომ არ გვიჭერთო! მხოლოდ პროვოკატორობა უსწავლიათ და სხვა სპეციალობა არ გააჩნიათ, ძალიან გულდასაწყვეტია ეს.

ნაც. მოძრაობის ახალი ლიდერის განახლებული ტაქტიკა რადიკალურად პროვოკაციულია. კლასიკური გაგებით პარტია ასეთ დესტრუქციულ გზას არ უნდა დაადგეს, ზუსტად ასეთი ტაქტიკა მხოლოდ ლენინს და ძველ ბოლშევიკებს ჰქონდათ. რა სირცხვილია ამის კოპირება!

ნერვების ომი-ერთი მხრიდან მაქსიმალური მოთმინების, მეორე მხრიდან პროვოკაციების და “წამოკიდების” ტაქტიკა.

სად გაწყდება ძაფი? ამ ყოველივეს მოსახლეობის იმ დიდი ნაწილის აღშფოთებაც ემატება, რომელიც კანონს და სახელმწიფოებრიობას პატივს სცემს, ვინაიდან ერთი ნაწილისთვის კანონი კანონობს და სჯის, პროვოკატორებისთვის კი კანონი დუმს.

ვფიქრობ, განმარტებები მაინც უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ახსნა, რომ პროვოკატორების ჯგუფის მიმართ ლოიალობა უფრო მეტი უბედურების თავიდან აცილებისთვის კეთდება, ან რაღაც ამგვარი.”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?