როგორ არ შერცხვებათ, მაგრად მაინტერესებს – ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე

550
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა, ოპოზიციის იმ ნაწილზე ისაუბრა, ვინც უარს ამბობს საკანონმდებლო მუშაობაზე, მაგრამ ყველა მისივე თქმით, “ყველა ის “სიკეთე უნდათ, რაც კი დედამიწაზე არსებობს, ამ საკითხზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ეზარება მუშაობა.

„ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება, თან პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო.

ეს რა მაგარი ამბავია, პარლამენტში მუშაობა ეზარებათ და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი, დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ან მემორანდუმზე ვთანხმდებით ან სამუშაო პროცესზე, დგანან და სტუდიებში გვწყევლიან.

თვითმმართველობის არჩევნები მოვა და იმ გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორ არ შერცხვებათ, მაგრად მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თქვენი კომენტარი?