კიდევ ერთი ლუსტრაცია დავით გარეჯის თემაზე – გიგი უგულავა დიმიტრი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ

530
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კიდევ ერთი ლუსტრაცია დავით გარეჯის თემაზე. ეს არსება პრიმაკოვის ფონდს წარმოადგენს საქართველოში. ცენტრი, რომელიც რუსეთის საგარეოდან ფინანსდება და პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად რუსულ აგენტურას წარმოადგენს საქართველოში.”- ასე ეხმიანება გიგი უგულავა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელმაც მთავარ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმეზე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მასალები წარადგინა.

“კიდევ ერთი საბუთი, რომ კარტოგრაფების საქმე რუსული ფსბ-ს და ივანიშვილ-ღარიბაშვილის რეჟიმის გადასარჩენად ერთობლივი წინასაარჩევნო პროექტი იყო.

ახლა ამოცანა რეჟიმის სახის შენარჩუნებაა, რადგან რაც დრო გავიდა გამოჩნდა – თავად საქმე გამოგონილია – პიარისთვის, ხალხის დასაბოლებლად და გასაღიზიანებლადაა დადგმული. რაც შეეხება პროკურატურას. ის სახიფათო ნიშნულის ქვეშ დაეცა.

კარტოგრაფების საქმე ყველა პოლიტიკური მგრძნობელობის საქმისგან მთავარი დეტალით განსხვავდება – ის თავიდან ბოლომდე გამოგონილია და მხოლოდ პროპაგანდისტული მიზანი აქვს. უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაო” ღარიბაშვილს და შოთაძეს გაგონილიც არ ექნებათ, მაგრამ ნებისმიერი კონსპირაციის საქმედ შეკერვაში კი დაოსტატდნენ.

პრინციპში ეს რთული არაა, როცა მხოლოდ პროპაგანდას მისდევ. გემო აუღეს და ნებისმიერ კონსპირაციას შეთხზავენ თუ პიარისათვის ჭირდებათ. აგერ ახლა დავით კეზერაშვილს ატენიან ამ რუსის აგენტის ხელით. მერე კიდევ ვინმეს შეტენიან. ეს ხომ ნარკოტიკივითაა – მუდმივად მეტი დოზაა საჭირო, რომ ვინმემ მაინც დაიჯეროს შენი ბოდვა. მართლა დამლაგებლიანად გასაყრელები იქნებიან.

ყველა გაიხრწნა, მაგრამ მთავარი საფრთხე ამ რუსული გეგმისა თუ გამბიტის არის ის, რომ ნელ-ნელა აზერბაიჯანთან კონფლიქტში შეგვათრევს, რაც კატასტროფას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის”- ამბობს გიგი უგულავა.

თქვენი კომენტარი?