4 წლის ბავშვს მიბჯენით აქვს ნასროლი – პროკურატურის უმძიმესი ვერსია სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე (ვიდეო)

338
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2018 წლის ზაფხულში, ხადის ხეობაში მომხდარ უმძიმეს მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურა საქმეში არსებულ იმ გარემოებებზე საუბრობს, რითიც უწყების განცხადებით, დაკავებული მალხაზ კობაურის ბრალეულობა მტკიცდება.

პროკურორის თქმით, საქმის მასალების მიხედვით მალხაზ კობაურმა ჯერ ოჯახის უფროსი მოკლა, რომელსაზ ზურგიდან ესროლა, შემდეგ მისი 4 წლის შვილი მოკლა იარაღის შუბლზე მიბჯენით, ბოლოს კი ლორა სმიტი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ მდინარეში დაახრჩო. ყველა წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი და მისი ადვოკატი. მალხაზ კობაურის დედის თქმით, მის შვილს დანაც კი არ ჰქონია, არათუ იარაღი.

ვრცლად იხილეთ იმედის კვირის რეპორტაჟი.
თქვენი კომენტარი?
IMG.GE