ზუსტად ასე ხდება ხოლმე, როდესაც “ჭყონიების მაფია” უკვე ღიად აქტიურდება – ბაკურ სვანიძე

2100
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ესეც ბოლო ფაზა! ამის შემდეგ ან რეალურად მოხდება რევოლუცია, ან საბოლოოდ ჩაი..ამენ ესენი!”– ასე ეხმიანება ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე კოკა-კოლასა და მთავარ არხს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ნიკა გვარამიამ და მისმა გუნდმა 9 თებერვალს იზეიმა.

“ზუსტად ასე ხდება ხოლმე, როდესაც “ჭყონიების მაფია” უკვე ღიად აქტიურდება, ეა უკვე ნიშნავს ამერიკის ბნელი ძალების მხარდაჭერას ამა თუ იმ ჯგუფებისთვის…

თემურ ჭყონია ამერიკელების გარკვეული “წრეების” მითითების გარეშე ასეთ ნაბიჯს ღიად არ გადადგამს! ორი დღის წინ ასევე “ტვ პირველზე” ინგა გრიგოლიამ უკვე ღიად გამოაცხადა, რომ “სირცხვილიას” და მსგავს ორგანიზაციებს სოფო ჭყონია აფინანსებს…

სწორედ ამას უკავშირდება გიგა მაქარაშვილის გახარებული კვინტრიშიც… მოკლედ, ვიმეორებ – ეს უკვე ბოლო ფაზაა, ეს უკვე “ვაბანკია”… 2003 წლის “ვარდების” ბოლო ფაზაც ეს იყო – როდესაც “ვარდოსნებს” მოედანზე “მაკდონალდსის” ჰამბურგერები და “კოკა-კოლები” დაურიგეს.

რა ვქნათ? პოპკორნი მოვიმარაგოთ? ან ეგ, ან კიდევ – რამენაირად ავახვიოთ ამ ყველასგან განწირული ქვეყნიდან! სხვათა შორის – თუ მოვლენებს ვერ გააკონტროლებდა, ჯობდა ბიძინა საერთოდაც არ მოსულიყო!

“დუბინკები გამოგვაძრო” თუ რაც ქნა, ასეთ რამეს, რაც ახლა ხდება, ყველაფერი ჯობდა! და ბიძინას რომ მათთვის 2012 წელს მეორე სიცოცხლე არ მიეცა, შეიძლება იმ კონკრეტულ პერიოდში არა, მაგრამ 2015 წელს მაინც, უკვე დედა ექნებოდათ … “ნაცებს” – თან ძალიან მაგრად და საბოლოოდ!

ასე რომ, ბიძინა “პოლიტიკურ ქველმოქმედად” კი არა, შესაძლოა ყველაზე დიდ დამნაშავედ ჩათვალოს ისტორიამ და მომავალმა თაობებმა!”- წერს ბაკურ სვანიძე.

 

თქვენი კომენტარი?