ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი თანამდებობრივი პრივილეგიებით სარგებლობაზე უარს ამბობენ

347
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “მოქალაქეების” სიით გასული პარლამენტის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი უარს ამბობს იმ პრივილეგიებზე, რაც მის თანამდებობას
კანონით ეკუთვნის.

“ვიღაც მაინც იტყვის პოპულისტური ნაბიჯიაო, მაგრამ საბურთალოდან რუსთაველზე, რომ მივიდე ამ საქმეში სახელმწიფოს დახმარება არ მჭირდება. ტელეფენზეც მე თვითონ შევივსებ ბალანს და საწვავსაც ჩავისხავ როგორც აქამდე ვისხავდი, პარლამენტი არ არის ის ადგილი სადაც დეპუტატი პრივილეგიებს უნდა დაეძებდეს ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე.”– ამბობს ლევან იოსელიანი.

ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს ალეკო ელისაშვილიც:

“პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის:

1. სახელმწიფო ავტომანქანა
2. დაცვა
3. 700 ლიტრი ბენზინი
4. რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა

ლევანმა რა თქმა უნდა ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს.

მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ – ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!”- წერს ალეკო ელისაშვილი.

თქვენი კომენტარი?