მელია მართლმსაჯულებას ეთამაშება, რაც შესაძლოა ხელბორკილებით დასრულდეს – დავით ჩიხელიძე

320
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მელია მართლმსაჯულებას ეთამაშება, რაც შესაძლოა ხელბორკილებით დასრულდეს”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას, რომელიც უარს ამბობს გადაიხადოს მასზე დაკისრებული ჯარიმა.

ქართული საზოგადოება ნიკანორ მელიას მორიგი შოუს მხილველი ხდება, რომელიც აბსურდული მიზეზით უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე, ერთის მხრივ აცხადებს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, რომელიც პატივს ცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს?!, ხოლო მეორეს მხრივ უარს აცხადებს კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე. ზოგადად მელია და კანონის პატივისცემა, ეს ორი განსხვავებული და არათავსებადი მოცემულობა არის.

ბატონი ნიკანორი რომ კანონს და კანონის დამცველებს მტრობს ეს არახალია, გავიხსენოთ მისი წარსული და ყველა დავრწმუნდებით, როგორი „კანონმორჩილი მოქალაქეა“

1) ზუგდიდის შემთხვევა, როდესაც მელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამეგრელოს პოლიციის უფროსს

2) გურჯაანის შემთხვევა (ველისციხე) მელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს

3) გლდანი. ნიკა მელია შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროს.
აღნიშნული ნათლად ადასტურებს მელიას ბუნებას და კანონის არად ჩაგდებას, რაც შეეხება მის განცხადებას თითქოსდა ის პატივს სცემს სახელწიფო ინსტიტუტებს, ფაქტები აქაც საპირისპიროს გვიმტკიცებს, ალბათ ყველას გვახსოვს, პარლამენტზე შტურმის ეპიზოდი, შტურმის ერთ ერთი მთავარი შემოქმედი და ინიციატორი სწორედ მელია გახლავთ!

თითოეული მოქალაქის ვალია, შეასრულოს, პატივი სცეს კანონის და სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ მოთხოვნას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს არის მოცემულობა, რომელსაც მელია ვერ შეცვლის. სამწუხაროდ მელია მართლმსაჯულებას ეთამაშება, რაც შესაძლოა ხელბორკილებით დასრულდეს.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?