15 თებერვლიდან, მოსწავლეს შეუძლია სკოლაში იაროს ან კვლავ ინტერნეტით დაესწროს გაკვეთილებს

193
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

როგორც უკვე ცნობილია. 15 თებერვლიდან,  სასწავლო პროცესი უკვე საკლასო ოთახებში გაგრძელდება. თუმცა, მოსწავლეებს კვლავ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, სასწავლო პროცესს დაესწრონ უშუალოდ ადგილზე ან გააგრძელონს სწავლა ინტერნეტ რეჟიმში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძის განცხადებით:

“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის,
ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების
მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით
სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამავე
შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს
რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე,
მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების
თაობაზე.”- აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე

თქვენი კომენტარი?