ხომ ხედავთ, ჯერ მოვდივარ – პრემიერი

1479
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხომ ხედავთ, ჯერ მოვდივარ – ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, პერიოდულად, უკვე ერთ წელზე მეტია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას ტოვებს, თუმცა არცერთხელ ეს არ დადასტურდა.

„ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე გახდა მომაბეზრებელი. რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეიძლება, ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება, წელიწადნახევრის განმავლობაში, ჟურნალისტებთან რამდენჯერ დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით?! უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

თქვენი კომენტარი?