MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას გამოხმაურება პარტია “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე ცვლილებებზე:

“ყველა დროის ყველაზე რეიტინგული ქართველი პოლიტიკოსი, ენდიაის, აირაის, ედისონ რისერჩის, იპსოსისა და ყველა არსებული და არარსებული კვლევითი ორგანიზაციის რეიტინგების უცვლელი ლიდერი, საერთაშორისო კატეგორიის სპორტის ოსტატი დანა-ჩანგლით ფარიკაობასა და 100 მეტრზე ნიკელის ტაფებისა და ქვაბების სროლაში, ბატონი დავით ბაქრაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

რაც შეეხება მეორე დიდ პოლიტიკოსს, ცნობილ ქართველ ფილოსოფოსს, ქართული ფილოსოფიის ჰეგელს, შოპენჰაუერსა და ჰაიდეგერს ერთად აღებულს, ქართვლის დედისაგან დასაჭურისებას გადარჩენილ, მაგრამ ლაშა თაბუკაშვილის ვაჟისაგან ჭიქით თავის გატეხვას ვერგადარჩენილ, საათის მჩუქებელთა რისხვას ზურაბ ჭიაბერაშვილს, მან პარტიაც და პოლიტიკაც უკვე დატოვა.  რა გადაიტანს ერთბაშად ამდენ თავზარდამცემ ამბავს? ცოტა დაგვინდეთ, თქვე კაი ხალხო!”– წერს ჯაბა ხუბუა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER