MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს
დაბადებული თორნიკე ვაჩაძე, ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჩაძემ., მიმდინარე წლის 12 თებერვალს,
სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს
დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრა.

ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს – 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და
1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ
კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER