სოსო გოგაშვილის გამოხმაურება მის ინტერვიუზე

1195
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გამოხმაურება TV პირველის ეთერში გასულ მის ინტერვიუსთან დაკავშირებით:

“კოლექტიური “მამალაძე-ცაავების”შესახებ.

ინტერვიუმდე გასულმა ანონსმა და ინტერვიუმაც გააკეთა ძალიან დიდი კვლევა და ლუსტრაციაც ჩემთვის. მან ფაქტობრივად გამოამჟღავნა მკვლელი კოლექტიური “მამალაძე- ცაავები”. რატომ? ავხსნი:

ანონსი არ ასახავდა ინტერვიუს რეალურ და ძირითად თემატიკას, ანუ ის იყო ე.წ.”ფეიკ- ანონსი”, თუმცა დავუშვათ და ის მართალი ყოფილიყო, ანუ ინტერვიუ ყოფილიყო იმაზე რაზეც ანონსში იყო კითხვები.

მე მელაპარაკა კონკრეტიკაზე,მოლოდინი გამართლებულიყო, რაც ანონსში იყო, რა გამოდის? გამოვდივარ და ვამხელ პატრიარქის მტრებს, შეთქმულებას და დუჟმორეული “მამალაძე- ცაავები” თავს ესხმიან ჟურნალისტს და მეც, სიმართლის მთქმელს? ვისზეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე თქვენ მას პატრიარქზე და ეკლესიაზე წინ აყენებთ? ესეიგი ხართ “მამალაძე- ცაავები”.

ნაწილი ამას ფულის გამო აკეთებთ და ეს რომ მე ვიცი ზუსტად, ისიც უნდა იცოდეთ. ნაწილი ამას იმიტომ, რომ ფულს ელოდებით დღემდე,ხოლო ყველაზე მძიმე შემთხვევაა ის ნაწილი, ვინც ამას ყოველგვარი ფულის და საჩუქრის მოლოდინის გარეშე აკეთებთ. აი ეს უკვე მართლა ფსკერის ფსკერია.

იტყვის ზოგი: იქნებ არ ლაპარაკობ სიმართლეს და იქნებ იტყუები, რატომ დაგიჯეროთო:) მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მე არასდროს არ მოვატყუებ ჩემს პატრიარქს, რომელიც მიყვარს და მის ერთგულ საზოგადოებას, ჩემს ქვეყანას, ამას საქმით დავამტკიცებ და დამიმტკიცებია ბევრჯერ.

რაც შეეხება ანონსს. თავიდან მეც გავბრაზდი ამაზე და მინდოდა დამეწერა რამე და მეთქვა, რომ ეს ფეიკ ანონსია, მაგრამ გამოცდილმა მეგობრებმა მირჩიეს თავის შეკავება, რადგან გამოვლენილიყო აი ეს, რაც გამოვლინდა. გამიჭირდა, თუმცა გავჩერდი და დაველოდე. ამიტომ მადლობა მათ და მადლობა ჟურნალისტსაც.

ვიცი, რომ მთელს აქტივს გეზიზღებათ ის, მეც არ მიყვარს,თუმცა ვთვლი, რომ აი ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა ასე ნიველირებით და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და სწორი არჩევანი გავაკეთე. მთავარი ჩემი მოტივატორი არის ის, რომ უფრო მეტნი ვართ ისინი იმ “მამალაძე- ცაავებზე” რომლებიც არ ემსახურებიან ორ და მეტ პატრონს, არ ემსახურებიან მამონას, გულწრფელად უყვართ პატრიარქი და ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის. არამხოლოდ სურათების და გიფების ფრიალია სიყვარული, ეს ფარისევლობაა… უნდა გიყვარდეს გულით და ამტკიცებდე საქმით.

ჩვენ გაცილებით ბევრნი ვართ და ყველაფერი კარგად იქნება გარწმუნებთ!!
უფასო რჩევა “მამალაძე- ცაავებს”თვალი გაუსწორონ სიმართლეს და მხარი დაუჭირონ სიმართლეს. არ ემსახუროთ ორ ბატონს. მამალაძეს, პეტკას და მის ბანდას, კი ვურჩევ ჩაიხედონ საკუთარ სულში, თუ შეძლებენ, შეინანონ და თქვან სიმართლე ღმერთის წინაშე, მოუხადონ ბოდიში პატრიარქს, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და ქვეყანაც გაერთიანდება აბა მომავალ ანონსამდ. მადლობა ყველას ვინც მირეკავთ მწერთ და მამხნევებთ”– წერს სოსო გოგაშვილი.

თქვენი კომენტარი?