22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ იცის, რომ დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ამაზე უნდა ვიდავოთ? რა მნიშვნელობა აქვს, ასი ათასი რომ იყოს, არ არიან ჩვენი მოქალაქეები? და კიდევ ერთი – თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.