განათლება, განათლება, განათლება! ესაა ჩვენი საშველი – რომან გოცირიძე

200
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

განათლება , განათლება და განათლება, ეს არის ჩვენი საშველი” – წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

“როდესაც საპატრიარქო პროგრესულ მღვდლებს დევნის, როცა აშკარად პრორუსულ, ანტისახელმწიფოებრივ და არაჰუმანურ ქადაგებებს ვისმენთ ზოგიერთი მღვდელმთავრისაგან, როცა გვიკვირს, რატომაა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის საქართვლოს ეკლესია ნდობის თითქმის 90 პროცენტიანი რეიტინგით მსოფლიოში პირველ ადგილზე (როცა სხვა ქვეყნებში საშუალოდ 50 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, გამონაკლისი კი ირლანდია და პოლონეთია- სადღაც 70), უნდა დავაკვირდეთ, რა პოზიციებზე ვიმყოფებით ამ ქვეყნებთან შედარებით განათლების რეიტინგით.
განათლება, განათლება, განათლება! ესაა ჩვენი საშველი. არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით.”- წერს გოცირიძე.
თქვენი კომენტარი?