ვინ არის თეა წულუკიანი და რატომ ჰყავს დაცვა? მაგარი შეკითხვაა – ლევან ნიკოლეიშვილი

1844
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამხედრო ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის გამოხმაურება TV პირველი”-ს ეთერში გასულ რეპორტაჟზე, რომელიც თეა წულუკიანის პირად დაცვას და მის შემადგენლობას ეხებოდა.

“რამდენ რამეს არ მოისმენ ან ნახავ ფეიკტელევიზიების ეთერიდან, წესით არც უნდა გაგიკვირდეს, მათი მიზანი ხომ სწორედ ტყუილების ტირაჟირება, პანიკისა დაშიშის დათესვა და ადამიანების ლაფში გასვრაა, მაგრამ აი, გუშინდელმა სიუჟეტს, იმის შესახებ თუ რატომ ჰყავს ქალბატონ თეა წულუკიანის დაცვა, ფაქტია, რომ ეგრედწოდებული ჟურნალისტები სერიოზული უმეცრების, სირეგვენის ან პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების დონეზე მიუყვანია.

ვინ არის თეა წულუკიანი და რატომ ჰყავს დაცვა? მაგარი შეკითხვაა! ხომ არ ჰყავს მტრები? ვინმე ხომ არ გაუბრაზებია? საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ: მაგალითად რუსეთში? და ასე შემდეგ… მოდით ვცადოთ ახსნა, მხოლოდ ერთი მაგალითით, თუ ვინ არის ქალბატონი თეა წულუკიანი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება- ერთი „რუსთავი2“-ს კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება და მეორე 2008 წლის ომის შესახებ-სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობის დროს მიიღო 

ოო, სერიოზული არგუმენტია, რომ ვიღაც-ვიღაცებს მინიმუმ არ უყვარდეთ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ…მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მას დაცვა ჰყავს, და ამის დასაბუთება თუ რატომ,სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გააჩნია…

ახლა რაც შეეხება იმ ბოღმას, რაც გამოწვეულია ქალბატონი წულუკიანის კულტურის მინისტრის პოსტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, აქაც მარტივი ახსნაა: არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც იმას ნიშნავს რომ მინისტრებს სწორედ ის შეარჩევს! რაც შეეხება ამის გამო, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების აღშფოთებას ან პროტესტს, მე ჯერ არ გამიგია, ცხადია ნაცებთან აფილირებულ ერთ-ორ ვითომ ხელოვანს თუ პოეტს, არ ვთვლი არც მე და არც საზოგადოების უდიდესი ნაწილი. …

 არჩევნები, რომ არ გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ რომ მოიგო, ეს აღიარა მთელმა მსოფლიომ და საერთშორისო თანამეგობრობამ, და თურმე ჩუმ-ჩუმად ოპოზიციამაც-აგერ, ორი დღის წინ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემაც ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც აღიარეს(ჩვენმა პარტიამ ძალიან ცუდი შედეგი აჩვენაო)…ხოდა თუ წააგეთ არჩევნები, შესაბამისად, გამარჯვებული პარტია აირჩევს მინისტრებს, სხვათაშორის თავის გუნდიდან საუკეთესოებს !

ახლა კი მთავარი: ყოფილი გენერალური პროკურორის ნიკა გვარამიას მივლინებულმა საგანგებო დავალებათა გამომძიებელმა ნოდარ მელაძემ გასაგებია შეიძლება ბევრი რამე არ იცოდეს და მავნებლურ-პარტიული დავალების შესრულების ხიბლში ათასი სისულელე თქვას, მაგრამ რომელ სტანდარტში ჯდება როდესაც „ჟურნალისტი“ საჯაროდ, ტელეთერში არკვევს თუ რამდენი დაცვის წევრი ჰყავს ადამიანს, რა თანმიმდევრობით და სიხშირით იცვლებიან, როგორია გადაადგილების მარშუტი და ასე შემდეგ. წამით, მაინც თუ გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ თუ კი ადამიანს დაცვა ჰავს, გარკვეული საჭიროებიდანაა,რომ დაცის სამსახური საკმაოდ სპეციფიური სტრუქტურაა და გარკვეული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას მოიცავს?

თუ გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ დაცვის თანამშრომლიდან ინფორმაციის გამოძალვის დაჟინებული მცდელობა, გარკვეული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს? ხოლო თქვენი ე.წ. გამოძიებით მინიმუმ ცდილობთ შესაძლო თავდამსხმელებს „კარგი“ მასალა მიაწოდოთ? ეს, არ არის არც ჟურნალისტური გამოძიება, არც დაბოღმილი პოლიტიკურ სიბეცე, ძალიან, ძალიან ახლოა შეგნებულ და საფრთხის შემცველ გამიზნულ ქმედებებთან! თუ ვერ ხვდებით, უბრალოდ დებილები ხართ, და თუ ხვდებით მინიმუმ მავნებლები”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?