“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი” შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

324
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი” განცხადებით პასუხობს “რუსთავი2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების შესაძლო დამზადების ფაქტებთან  დაკავშირებით მომზადდა.

„მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2 -ის”  ეთერით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში  გავიდა სიუჟეტი, სადაც  საუბარი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეგრეთწოდებული კანონდარღვევების შემთხვევებზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი  აშკარად ტენდენციურია, გაყალბებულია ცალკეული ფაქტები და  ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს, რომელშიც  გარეულ იქნა ყველაზე აპოლიტიკური საგანმანათლებლო დაწესებულება – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

სიუჟეტში გადმოცემული ზოგიერთი ფაქტი, თითქოსდა ჩვენს უნივერსიტეტში ადგილი აქვს ყალბი დიპლომების გაცემას, საჭიროებს შესაბამის რეაგირებას კანონით დადგენილი წესით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული გაირკვეს სიმართლე, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყოველივეს  და  შედეგები ეცნობოს საზოგადოებას“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახური

„სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესამაბემა, რისი დადგენაც მარტივია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ:

1. აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომელზედაც თითქოსდა გაიცა ყალბი დიპლომი,  უნივერსიტეტში ჩაირიცხა  და 3 წელი სწავლობდა მირჯალალ ზეინალოვის სახელით, რაც მითითებულია ყველა უწყისში და დოკუმენტში. კვალიფიკაციის მინიჭებიდან დიპლომის გაცემამდე მან წარმოადგინა აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული გვარის ცვლილების დოკუმენტი, შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება უნივერსიტეტის და სამინისტროს რეესტრში და დიპლომი გაიცა შეცვლილ გვარზე – ქარგარლი.

2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს არასოდეს ჰქონია საქმე პროკურატურაში, მათ შორის, არც 2012 წლამდე.

3. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და მიიღო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უმაღლესი შეფასების დოკუმენტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის დასკვნას ხელმძღვანელობდა ორი ბრიტანელი ექსპერტი და საბოლოო გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო 24-კაციანმა საბჭომ.

4. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პროცესს პასუხისმგებლობით ეპყრობა ყველა სტუდენტი განურჩევლად რანგისა და წარმომავლობისა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მისაღებია მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომელთაც აქვთ გავლენა და ავტორიტეტი ფართო საზოგადოებაში“. – ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE