სრული სოლიდარობა მაქვს მელიას ამ გადაწყვეტილებასთან და ფეხებზე მკიდია პოლიტიკური თეორია–ანალიზები – ნინო ჯანგირაშვილი

1150
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში წერს:

“ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ლიდერის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ადამიანურადაც სწორია, მოქალაქეობრივადაც სწორია. რატომღაც ყველას გვავიწყდება, რომ პოლიტიკოსს 20 ივნისის საქმეზე ასამართლებენ, რაც ყველა ჩვენგანის სირცხვილია.

მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომელიც შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ ამორფულ რეჟიმს პასუხი ვერ მოვთხოვეთ 20 ივნისისთვის, მაქვს სრული იდენტობა და სოლიდარობა მელიას ამ გადაწყვეტილებასთან და ფეხებზე მკიდია პოლიტიკური თეორია–ანალიზები, ვის რა აწყობს და ვის “წისქვილზე ასხამს წყალს“ ეს გადაწყვეტილება, რომელიც არის სწორი და მორალურად გამართლებული, რა კონტექსტშიც არ უნდა ჩასვა.

სხვა პოლიტიკური ლიდერების თეორიული ანალიზებით გატაცება და წუწუნი ხომ საერთოდ კომედიაა. თუ არ მოგწონთ სხვისი გაკეთებული, გააკეთეთ თქვენ, თქვენ შექმენით დღის წესრიგი, თქვენ მოიპოვეთ იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას აქვს. თუ ვერ ახერხებთ, გაჩუმდით მაინც და ნუ გვაშინებთ ნაცებით.”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?