MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ხათუნა ხოფერიას გამოხმაურება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და გიორგი გახარიას მიერ, თანამდებობის დატოვებაზე:

“გავრილოვის ღამის” სცენარის გამეორება სცადეს მელიას “აშეინიკის” პროექტით.
ანუ, დაპირისპირება, სისხლისღვრა, პოლარიზაცია და ისევ გახარიასთვის შეტენვა ყველაფრის… ნწ…ნწ…ნწ…

აღარ შეიტენა გახარიამ, დაასწრო და წავიდა… ჰო და, უცებ შეიცვალა შტურმიც, დაჭერაც, თვალების დათხრაც და ყოლიფერიც. ისე, რა უცნაურია, ორივე სცენარში კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, გახარია, მელია. ისე, მაინც რამდენს ნიშნავს იყო პოლიტიკოსი – ამ სიტყვისთვის შეატყვისი ყველა თვისების ჩათვლით!

ოცნების “ერთიანი გუნდი” აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის სახელმწიფოს მთავრი დანიშნულება, სახელმწიფოს სიძლიერე, სახელმწიფოს ფუნდამენტი!… დიახ, ნამდვილად ასეა!! მაგრამ… ამ სააკაშვილის მიმართ რომ არაფერი აღსრულდა…

დავით გარეჯზე რომ არავინაა დასჯილი… და აღარ გავაგრძელებ გრძელ სიას უნიათობისას და ამ ხელისუფლების ოპორტუნიზმისას. არაფერს ვიტყვი ოცნების ლიდერების გატრუნულობასა და გაცურცვლაზე ამ თემის მიმართ.
ნიკა მელია ვინ ჩემი ფეხებია ამ დანაშაულობების ფონზე? ვის რაში ენიკამელიება?

მელია გინდა გარეთ იყოს, გინდა გალიაში, გინდა მიტინგზე… რატომ შექმენით ხელოვნურად ამ ჩვეულებრივი “აბიჟნიკისგან” “გმირი”?

რატომ უტრირებდით ამ თემის მნიშვნელობას? რატომ უძღვნიდით ბრიფინგებს და გადაცემებს შეშფოთებული სახეებით? ალბათ, ამიტომ… რაც დღეს მოხდა…
გავრილოვის თემაც ასე შეიქმნა… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ.

წაყრუებით, თვალების დახუჭვით, ისევ “ჩვენებისგან” თემის გაბუქებით…
მოკლედ, თქვით რა დავალებაც გაქვთ!

თქვით, რომ პირობას, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, რომელიც ვერ შეასრულეთ, არ გპატიობენ!  რა საჭიროა ამდენი ჩახუჭუჭება, ამდენი ადამიანის გაფუჭება, ამდენი სკლიფასოვსკობა…

ჰო და, ჩემი რჩევაა, გარეჯს დაუბრუნდით! მიშა დაიჭირეთ! ა, ეგ უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ვიდრე მალიას დაჭერა! ვიდრე თქვენი ყოფნა პოლიტიკაში, ვიდრე მომავალი პრემიერმინისტრი და საერთოდ, სხვა ყველაფერი! ადიოს !”– წერს ხათუნა ხოფერია.

RADIO24-BANNER