ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

415
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„დღეს ჩვენთვის არის ემოციური დღე. მიუხედავად ამისა, გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თავმჯდომარეს და გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის.- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

“ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა – ​კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ყველანი ვართ მოწადინებულები. ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?