ღრმად მწამს, რომ მისი პრემიერობის პირობებში  კვლავ წარმატებით იმუშავებს „ღარიბაშვილის ფაქტორი“ 

285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თანამედროვე სამყაროში  კარგი მენეჯერის როლი და მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება, რადგან ყველა საქმეში მნიშვნელოვანია კარგი მმართველი და მენეჯერი, რომლის უნარჩვევებზე დიდად არის დამოკიდებული კომპანიის თუ გარკვეული ჯგუფის წარმატება/არ წარმატება, მსოფლიო სპორტს არაერთი შემთხვევა ახსოვს როდესაც ვარსკვლავებით „დახუნძლული“ გუნდი წარმატებას ვერ აღწევს,  მაგრამ იცვლება მწვრთნელი (მენეჯერი) და გუნდი სასურველ შედეგს დებს, ამას მწვრთნელის ფაქტორი ეწოდება, ასევე მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც წლების განმავლობაში არაფრით გამორჩეულ კომპანიაში მიდის კარგი მენეჯერი და კომპანია მყისიერ წარმატებას აღწევს(მენეჯერის ფაქტორი)

ისევე როგორც სხვა სფეროში პოლიტიკაშიც საჭირო და აუცილებელია კარგი მენეჯერი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა იმ თვისებით, რაც ლიდერს და მენეჯერს ახასიათებს (კომპეტენცია, პრიორიტეტების განსაზღვრა, სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღება, სამართლიანობა, მოქნილობა, ჩართულობა, მოთხოვნა და ა.შ)

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართულ პოლიტიკას მეტნაკლებად დიდი ისტორია აქვს, ასევე საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ბევრი პარტია ჰყავს, რომელთაც უამრავი ლიდერი (არა მენეჯერი) გვახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ მწირია იმ ადამიანთა ჩამონათვალი რომელსაც შეიძლება „ფაქტორი“ და კარგი მენეჯერი ვუწოდოთ, საბედნიეროდ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მოიძებნებიან ძლიერი პოლიტიკოსები  (რატომ ვახსენე სიტყვა ფაქტორი ამას ქვემოთ წაიკითხავთ)

2012 წელს საქართველოს ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დროს, ფაქტობრივად კანონის დაცვიდან დისტანცირებული, პოლიტიზირებული პოლიცია   კანონის ფარგლებში დაბრუნდა, განხორციელდა პოლიციის დეპოლიტიზაცია (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარი არ მაქვს ცალკეულ პოლიციელებზე, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ, არამედ საუბარი მაქვს პოლიტიკურ ნებაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, სამწუხაროდ 2012 წლამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ პოლიცია პოლიტიკისგან დისტანცირებული ყოფილიყო და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდებოდა)

განხორციელდა საყოველთაო ამნისტია, რამაც 16 000 ადამიანი საკუთარ ოჯახს დაუბრუნა, ასევე 2013 წელს საბოლოოდ დასრულდა უკანონო მიყურადების მავნე პრაქტიკა, საჯაროდ განადგურდა წინა ხელისუფლების დროს უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული ასობით დისკი.  სამინისტროში განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რეორგანიზაცია, მათ ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.

ერთ დროს არეული და არც ისე წარმატებული სამინისტრო იქცა ლიდერ სამინისტროდ, რაც უდაოდ მისი ხელმძღვანელის (მენეჯერის) ფაქტორით იყო განპირობებული.

2013 წელს კი იგივე პიროვნება გახდა საქართველოს პრემიერ მინისტრი,  პრემიერ მინისტრის  პირადი ინიციატივით  და ევროკავშირის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.   ასევე ქვეყანაში მოხდა კანონის უზენაესობის დამკვიდრება და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება,  შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ასევე დაფუძნდა ეკონომიკური საბჭო

გვირგვინი კი 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა გახლდათ.

მოახდინა სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობა, მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა  მნიშვნელოვნად გაზარდა სამინისტროების  პროდუქტიულობა, აღნიშნული რა თქმა უნდა კარგი მენეჯერის ფაქტორით  (პრემიერ მინისტრის ფაქტორით იყო განპირობებული

2019 წელს გახდა თავდაცვის მინისტრი, ჯარი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა საქართველოსთვის, რადგან ჯარი პირდაპირ კავშირშია ჩვენს იდენტობასთან, ისტორიასთან და წარმატებასთან, ჯარი ეს არის წარსული დიდების აწმყოში ხორცშესხმის იმედი და შესაძლებლობა….. მივიდა ჯარში და თამამად შეიძლება ითქვა დაიწყო ქართული ჯარის რენესანსის ხანა. განხორციელდა არაერთი რეფორმა, მოხდა სხვადასხვა პროექტების განხორციელება, (ასობით სამხედრო ობიექტის რეაბილიტაცია; კვების რაციონის მოწესრიგება; საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ახალი სამხედრო ფორმის შესყიდვა; ანაზღაურების ზრდა (წოდების მიხედვით), წვრთნები საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საჰაერო თავდაცვის გაძლიერება; პირველად ისტორიაში, განხორციელდა ქართული საბრძოლო მანქანის შესყიდვა; მკვდარი წერტილიდან დაიძრა ბინათმშენებლობის პროექტი; განახლებული სადაზღვევო პაკეტი; განათლების სტიმულირება; ქართული ავიაციის აღდგენა(საჰაერო აპარატების შეკეთება/წარმოების დაწყება) ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდა, სამინისტროს ტექნიკური გადაიარაღება, ახალი იარაღის შესყიდვა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს  და სხვა. )

გაიზარდა ჯარის ნდობის მაჩვენებელი(ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია), სამინისტრო ნამდვილად იქცა აღმშენებლობის სიმბოლოდ და ყველა დაგვარწმუნა, რომ  ეფექტური მართვის პირობებში, მინიმალური ფინანსური რესურსით, მონდომებით და საქმის სიყვარულით შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

აქაც საქმე გვაქვს ერთი ადამიანის, კარგი მენეჯერი ფაქტორთან,  ფაქტორთან რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ღარიბაშვილის ფაქტორი ეწოდება….

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი  ღარიბაშვილმა პროფესიონალიზმთან და კარგ მენეჯერულ თვისებებთან ერთად გამოავლინა მთავარი, ის რაც ასე გვაკლია ქართველებს და აკლია ქართულ საზოგადოებას. ეროვნულობა, სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი, როდესაც მოახდინა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის წინა პლანზე წამოწევა, როგორიც არის დავით გარეჯის თემა,  საკითხი რომელიც თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული არის, სწორედ ღარიბაშვილის  დამსახურება გახლავთ, რომ  დაიწყო დავით გარეჯის საქმის გამოძიება, საზოგადოებამ სიმართლე გაიგო და ახლოს ვართ გაყიდული ტერიტორიების დაბრუნებასთან.

დღეს ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატია, დავამატებ პრემიერ მინისტრობის ღირსეული კანდიდატია,  ღრმად მწამს, რომ მისი პრემიერობის პირობებში  კვლავ წარმატებით იმუშავებს „ღარიბაშვილის ფაქტორი“  სწრაფად მოხდება ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კანონის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა, მას აქვს  ყველა ის თვისება  რაც ლიდერს სჭირდება და ასე ძლიერ აკლდა ქართულ პოლიტიკას!

თანამედროვე სამყაროში  კარგი მენეჯერის როლი და მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება, რადგან ყველა საქმეში მნიშვნელოვანია კარგი მმართველი და მენეჯერი, რომლის უნარჩვევებზე დიდად არის დამოკიდებული კომპანიის თუ გარკვეული ჯგუფის წარმატება/არ წარმატება, საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ბევრი პარტია ყავს, რომელთაც უამრავი ლიდერი (არა მენეჯერი) გვახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ მწირია იმ ადამიანთა ჩამონათვალი რომელსაც შეიძლება „ფაქტორი“ და კარგი მენეჯერი ვუწოდოთ, 2012 წელს საქართველოს ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დროს, ფაქტობრივად კანონის დაცვიდან დისტანცირებული, პოლიტიზირებული პოლიცია   კანონის ფარგლებში დაბრუნდა, განხორციელდა ათობით უთვალთვალოდ მოპოვებული ფაილის განადგურება, განხორციელდა რეფორმები რაც კარგი მენეჯერის(მინისტრის ფაქტორით იყო გამოწვეული.

2013 წელს კი იგივე პიროვნება გახდა საქართველოს პრემიერ მინისტრი,  სწორედ მისი პრემიერ მინისტრობის დროს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ქვეყანაში მოხდა კანონის უზენაესობის დამკვიდრება და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, მოახდინა სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობა, მის მიერ გადადგმულმა ნაბიჟებმა  მნიშვნელოვნად გაზარდა სამინისტროების  პროდუქტიულობა, აღნიშნული რა თქმა უნდა კარგი მენეჯერის ფაქტორით 

2019 წელს გახდა თავდაცვის მინისტრი, მივიდა ჯარში და თამამად შეიძლება ითქვას დაიწყო ქართული ჯარის რენესანსის ხანა. გაატარა  არაერთი რეფორმა და განახორციელეა უამრავი პროექტი, და ყველა დაგვარწმუნა, რომ  ეფექტური მართვის პირობებში, მინიმალური ფინანსური რესურსით, მონდომებით და საქმის სიყვარულით შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

აქაც საქმე გვაქვს ერთი ადამიანის, კარგი მენეჯერი ფაქტორთან,  ფაქტორთან რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ღარიბაშვილის ფაქტორი ეწოდება….

დღეს ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატია, დავამატებ პრემიერ მინისტრობის ღირსეული კანდიდატია,  ღრმად მწამს, რომ მისი პრემიერობის პირობებში  კვლავ წარმატებით იმუშავებს „ღარიბაშვილის ფაქტორი“  სწრაფად მოხდება ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კანონის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა, მას აქვს  ყველა ის თვისება  რაც ლიდერს სჭირდება და ასე ძლიერ აკლდა ქართულ პოლიტიკას!


დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

თქვენი კომენტარი?