MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი წერს სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან მოიპოვა. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

გახარია ახალ პარტიას ქმნის. პარტია მალე შეიქმნება და მის რიგებში გადავლა “ოცნების” დეპუტატების ნაწილი, პარლამენტიდან და საკრებულოებიდან.

ჩემი წყაროს ცნობით, გახარიასთან კულუარულ მოლაპარაკებებზე უკვე იმყოფებოდნენ ძმები ხოჯევანიშვილებიც.

სწორედ გიორგი ხოჯევანიშვილი უხელმძღვანელებს პარლამენტში გახარიას პარტიის ფრაქციას.

ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება მაია ცქიტიშვილი, რომელმაც დღეს დატოვა მინისტრის თანამდებობა.”– წერს ლადო ბიჭაშვილი.

ამ ეტაპზე  ინფორმაცია დაუდასტურებელია და ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს.

ინფორმაციის განახლება 22:11 – ლადო ბიჭაშვილის ფეისბუქზე პოსტი აღარ იძებნება.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER