იმაზე უფრო სამარცხვინო ტელევიზია შეგიქმნია, ვიდრე აქამდე წარმომედგინა – ნინო წილოსანი TV “პირველი”-ს დამფუძნებელს მიმართავს

1016
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, მისი ოჯახის შესახებ, TV პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟს ეხმიანება:

მელაძის სიუჟეტები, ზოგადად, როგორი ობიექტურობით და სიმართლით გამოირჩევა, ხომ ყველამ ვიცით, უბრალოდ ახლა კერძო დაკვეთების შესრულებაც დაუწყია, ნუ “შაბაშით” დაკვრასავით…

მხოლოდ რამდენიმე ფაქტი:
1. ავთო საყვარელიძემ ნაცების მეშვეობით ჩემს ოჯახს, 2004 წელს, წაართვა ქარხანა, სადაც მამაჩემი სტუდენტობიდან მუშაობდა, მოგვიანებით კი პრივატიზება გააკეთა და ქვეყანაში პირველი ვაგონმშენებლობა დაიწყო.

2. მამასთან 2004 წელს ციხეში ნოტარიუსი მიიყვანეს და ქარხნის წილი გადააფორმებინეს (ვიმეორებ, ციხეში!!!), რომელიც მერე ცნობილ თაღლით ავთანდილ საყვარელიძეს მიყიდეს.

3. ავთანდილ საყვარელიძემ 72 მილიონი დავალიენება აკიდა ქარხანას, საიდანაც 28 მილიონი სახლში წაიღო. ამას მისივე ხელმოწერილი შედარების აქტი ადასტურებს.

4. ამის შემდეგ ჩემმა ოჯახმა ვალდებულებებით დატვირთული ქარხანა უკან გამოისყიდა ბატონი ავთანდილისგან და ამ უკანასკნელმა არაერთხელ წააგო სასამართლო პროცესი ჩვენთან.

5. 2012 წელს ამ საყვარელიძემ ისევ ისარგებლა საკუთარი გავლენებით და კვლავ პრობლემები შეგვიქმნა, რომელიც დღემდე არ არის მოგვარებული და რომელიც იმედია ობიექტური და სამართლიანი შედეგით დასრულდება.
რაც შეეხება დღევანდელ სიუჟეტს:

ვიღაცას ალბათ ისევ მადა გაეხსნა კერძო საკუთრებების მიმართ და ისევ ამ ცნობილი აფერისტი ავთანდილის და “სუპერობიექტურობით” ცნობილი ნოდარისთვის შეკვეთილი სიუჟეტებით უნდა ჩვენი ქარხნის საქმე უკუღმა შეატრიალოს.

P. S. ინფორმაციისთვის, მთელს საქართველოში ქარხნებს რომ ჭრიდნენ და ჯართად ყიდნენ, ჩემმა ოჯახმა ვაგონმშენებლობა შეინარჩუნა და რომ არა მრავალგზის ხელისშეშლა და ნაცების უბოროტესი ჩარევა, დღეს საქართველოს მძიმე მრეწველობის ძალიან სერიოზული, კონკრეტული ობიექტი ექნებოდა

Vato Tsereteli იმაზე უფრო სამარცხვინო ტელევიზია შეგიქმნია ვიდრე აქამდე წარმომედგინა”- წერს ნინო წილოსანი ტვ პირველის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელ ვატო წერეთელს.

თქვენი კომენტარი?