MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, ჯარის, ეკლესიისა და პოლიციის როლზე ისაუბრა,რომელიც მისი თქმით, ხელშეუხებელია და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამაზე უნდა არსებობდეს ურთიერთშეთანხმება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.

“ჯარი, ეკლესია, პოლიცია არის ხელშეუხებელი. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი,  მე ძალიან მწყინს და არ მიკვირს, რომ ჩვენს ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ.

უნდა გავმიჯნოთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მთავარი, ეროვნული იდეებისგან. არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჩვენი ჯარის და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

RADIO24-BANNER