ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კვირიდანვე დაიწყება შეზღუდვების 80 პროცენტის მოხსნა

205
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ უკვე ამ კვირიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 80 პროცენტის მოხსნა იგეგმება.

“ამ კვირაში ჩვენ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა, სადაც უკვე გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქებების ღონისძიებებს და თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანის კითხვას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ესენია: ზამთრის კურორტები და რუსთავი-თბილისის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

თქვენი კომენტარი?