დიდი ბრიტანეთის ელჩის კომენტარი ნაც.მოძრაობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

289
წაკითხვა/ნახვა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმიანება და მოუწოდებს ორივე მხარეს თავშეკავებულობისკენ, რათა არ მოხდეს ძალადობა.

“შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით.

ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”. – წერს მარკ კლეიტონი “ტვიტერზე.”

თქვენი კომენტარი?