ნინო ლომჯარია შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავებით და ნაც.მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციით

158
წაკითხვა/ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავებით და ნაც.მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციით.

“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი…

საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა “– წერს ნინო ლომჯარია

თქვენი კომენტარი?