ირაკლი, ერთი კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ისიც გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება – ნინო ბურჯანაძე

309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ბურჯანაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს:

„ირაკლი, ერთი კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ისიც გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება. შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს ჰკითხე. ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს დააკლებენ ამ სახელმწიფოს, ჩვენ მხოლოდ შევმატებთ. ამ სახელმწიფოს უჩვენოდ „გადასარევად“ დააკლებენ, დაანგრევენ და დააკნინებენ კობახიძეებიღარიბაშვილები და ივანიშვილები.

მეტი რა უნდა დააკლონ სახელმწიფოს, რაც დღეს გააკეთეს და ევროკავშირში მივდივართ, ხომ? დაუჯდებათ ფასი. ჩვენ ნამდვილად არაფერს დავაკლებთ ამ ქვეყანას, მხოლოდ შევმატებთ და ვიბრძოლებთ, რომ კომიკური ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დიქტატურა არ დამყარდეს საქართველოში.– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?