აქამდე ჩუმად ხომ ვიყავი, ეს რაში წერია! – ქეთი დოლიძე

513
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის შესახებ პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

“აქამდე ჩუმად ხომ ვიყავი! მე არ მესმის და ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება, ჩემი ქმარი დამხობისკენ, განადგურებისკენ, უბედურებისკენ მოუწოდებდეს ხალხს და მე, ასე, ხელიხელჩაკიდებული, ბედნიერი სახით ვიდგე მის გვერდზე?! ე.ი. შენ ამ ვანდალურ მოწოდებაზე აწერ ხელს, როგორც მოქალაქე, როგორც დიდი უწყების, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი! რას ჰქვია, აპოლიტიკური ვარო?! მაშინ, ტრიბუნაზე რა გინდა? და მერე, ეგ შენი ქმარი რომ მხოლოდ ქმარი იყო და მეტი არაფერი დამსახურება არ გააჩნია, რომელმაც ხმა არ ამოიღო 2008 წელს, ეს რაში წერია!

დიდი ბალერინობა (უდავოდ დიდი) არაფრის ინდულგენცია არაა! არაფრის! წერტილი!რადგან ასეთი ცნობილი ფიგურა ხარ, უნდა აგო პასუხი შენი ქმრის ნამოქმედარზეც… და გაიხსენო, რა სკანდალით გადავარჩინეთ შენგან პიონერთა სასახლე!“ – წერს ქეთი დოლიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE