ოპოზიციას მსხვერპლი სურდა, მაგრამ იმედგაცრუებულები დარჩნენ, დღეს საქართველომ აჩვენა, რომ ის როგორც სახელმწიფო შედგა – დავით ჩიხელიძე

377
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომელიც დღეს ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, მადლობა მათ რომ სახელწიფოს სახე შეუნარჩუნეს, დღეს საქართველომ აჩვენა, რომ ის როგორც სახელმწიფო შედგა. სახელმწიფო სადაც ამოსავალი წერტილი არის კანონის უზენაესობა!”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სამართალდამცველების მიერ, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას.

“ოპოზიციას მსხვერპლი სურდა, მაგრამ იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან ძალოვანმა უწყებებმა ე.წ. მელიას აყვანის ოპერაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმეს, რომლის დროსაც ერთის მხრივ დაცული იყო ადამიანის უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ კანონი.

ასევე მინდა შევეხო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს, ზოგიერთი მათგანი შორს „გაიჭრა“ და გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც შეურაცხყოფს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელწიფოს, ქვეყნის მეგობრები ასე არ იქცევიან… რაც შეეხება სხვა განცხადებებს, მაქვს ერთი კითხვა, ცივილურ მსოფლიოს როგორი საქართველო სურს? ძლიერი საქართველო სადაც კანონის უზენაესობა არის, თუ ე.წ. „ბანანის რესპუბლიკა“ სადაც გათელილია კანონი და კონსტიტუცია?

მე ძლიერ საქართველოს ვირჩევ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია მიუხედავად სახელისა და წარმომავლობისა, ცივილურ სამყაროში პოლიტიკური კუთვნილება ინდულგენცია არ არის!”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?