ზურაბ ჯაფარიძე მის მეკვლეობას აუქციონზე ჰყიდის

317
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თუ გსურთ, რომ ახალი წლის ღამეს ზურაბ ჯაფარიძე თქვენი მეკვლე იყოს აუქციონში უნდა მიიღოთ მონაწილეობა.

აუქციონი ახალ წლამდე

ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე.

მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე.

შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში.

P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.

ახალი წლის ღამის აუქციონი

ახალი წლის ღამის აუქციონი დაიწყება პირველ იანვარს, 00:00-დან და შეწყდება 03:00 საათზე. 03:15 საათზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 04:00-დან 05:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 05:00-დან 06:00-მდე.

დეტალები გირჩის ვებ საიტზეა განთავსებული. 
თქვენი კომენტარი?
IMG.GE