მოდი, ვიყოთ რეალისტები, დასავლეთი ერთნაირად უკმაყოფილოა, როგორც საქართველოს ხელისუფლებით, ისე ოპოზიციით – მამუკა გამყრელიძე

427
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მამუკა გამყრელიძის პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

“მოდი, ვიყოთ რეალისტები და ემოციურად ნუ შევხედავთ დასავლეთის განცხადებებს. კარგად თუ დავუკვირდებით დავინახავთ, რომ დასავლეთი ერთნაირად უკმაყოფილოა, როგორც საქართველოს ხელისუფლებით, ისე ოპოზიციით. უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მათ ვერ მოახერხეს კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნა, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

დასავლეთისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა კონტექსტს. მათთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც უზრუნველჰყოფს მათ ინტერესებს საქართველოში. ასეთი ინტერესი კი, ძირითადად ორია. ბიზნესისთვის – ენერგომატარებლების და ლოგისტიკური კორიდორი, ხოლო ნატოსთვის ბუფერული ტერიტორია გაფართოების პერსპექტივით. ამისთვის შეიქმნა “აღმოსავლეთ პატნიორობის” პროგრამა, რომლის მიზანი გახლავთ რუსეთის გარშემო დემოკრატიული სარტყელის შექმნა. ახლა კი საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია.

დამნაშავის ძიება არაფერს მოგვიტანს. ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ბოროტების სათავე ხელისუფლებაა, მეორესთვის ოპოზიცია ხოლო კიდევ უფრო დიდ, მესამე ნაწილს არც ერთის დანახვა აღარ სურს. დასავლეთი კარგად ხედავს ამ განწყობას და შესაბამისადაც რეაგირებს.

პრობლემა იმაშია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ევროპული, დემოკრატიული კურსის შენარჩუნება, მეორესთვის კი პირიქით, თუმცა კურსის მკვეთრ ცვლილებას ვერც ის, დესტრუქციული ნაწილი მოახერხებს. ამიტომ, ვისაც ევროპული არჩევანი გვაქვს მეტი დაფიქრება და ფრთხილი ნაბიჯების კეთება გვმართებს, რომ მყიფე პროგრესი არ დავამსხვრიოთ.’- აღნიშნავს მამუკა გამყრელიძე.

თქვენი კომენტარი?