
ისრაელის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ელჩის მიერ, თV პირველისთვის მიცემული ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის
“გადაცემის დროს ელჩმა ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი არ იჭერს რომელიმე მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. ისრაელის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ამ კრიზისის დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგის გზით იმ კომპრომისის მოძებნა, რომელიც მისაღები იქნება ამ პროცეში ჩართული შესაბამისი მხარეებისთვის.
ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.”– ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
თქვენი კომენტარი?
აშშ-ის საელჩოს განცხადება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით