გულწრფელად მეცოდება ოპოზიცია, რადგან ისინი ავად არიან – დავით ჩიხელიძე

378
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი


განდიდების მანიით შეპყრობილი ოპოზიციის ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასე შეიძლება შეფასდეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.

ოპოზიციის მთავარ პრობლემას საკუთარ ეგო-ზე უარის ვერ თქმა წარმოადგენს, მათ უჭირთ რეალობის აღქმა, რადგან არ არიან იმდენად ძლიერნი, რომ საკუთარი ეგო აკონტროლონ, რაც რა თქმა უნდა საფრთხეს უქმნის მათ რეალიზებას, დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს, უახლოეს წარსულში საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა, დღეს კი ხელმოცარულთა ბრბოდ გვევლინებიან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფოებრიობასთან, ალბათ ოპოზიციაზე ბევრი ადამიანი ბრაზდება, მე კი რიგ შემთხვევაში გულწრფელად მეცოდება,(ოპოზიცია) რადგან ისინი ავად არიან, ფსიქოლოგის გადმოსახედიდან, რომ ვთქვათ, ეს არის „განდიდების სინდრომი“ ძალაუფლების მიღების შედეგად გამოწვეული აშლილობა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და ადამიანში საკუთარ კვალს ტოვებს.

დიახ ოპოზიციის ნაწილი ვერ გათავისუფლდა წარსულისგან, ვერ აჯობა საკუთარ ეგოს და აკეთებს იმას რაც მას სურს და არა იმას რაც ხალხს სურს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია, ოპოზიცია ამბობს, რომ იბრძვის ხალხისთვის, მაგრამ იბრძვის ისე რომ არ აინტერესებს ხალხის აზრი და საჭიროებები.

პოსტპანდემიურ სიტუაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა არის, რომ გვქონდეს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც სწრაფად შეძლებს ეკონომიკის აღდგენას და წინსვლას, ოპოზიციას კი სურს მხოლოდ სკამი. საკუთარი კომფორტი, მათთვის ხალხის დაკვეთა და ნება მნიშვნელოვანი არ არის!

ვისურვებდი, საქართველოს ჰყავდეს ღირსეული ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად იღწვის საქართველოს კეთილდღეობისთვის და არა ვაიოპოზიცია (როგორიც დღეს არის) რომელიც ბელადის სურვილების რეალიზების მცდელობის გზაზე არ ერიდება ტყუილს, შანტაჟს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ა.შ”- აღნიშნავს დათიკო ჩიხელიძე

თქვენი კომენტარი?