მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას – ირაკლი ღარიბაშვილი

290
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

“მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ.

მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.”– წერს პრემიერი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

თქვენი კომენტარი?