ფეისბუქ ისტერიკა – მომხმარებლებს ანგარიშებს მასობრივად უთიშავენ

318
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინტერნეტ გამოცემა Multimedia.ge-ს რედაქტორ გიორგი ლაღიძის პოსტი:

“უკვე არაერთხელ დავწერეთ, რომ “ფეისბუქი” ფაშისტურ წარმონაქმნს დაემსგავსა, სადაც მათი ე.წ პოლიტიკა უკვე ყოველგვარ ადეკვატურობას ცდება და ისტერიკული სახე მიიღო.

ადამიანები  ჩივიან, რომ მათი ფეისბუქ პროფილები მოულოდნელად ითიშება და აღარ აქვთ მასზე წვდომა, აღდგენა კი იმდენად არარეალური და დამღლელია, რომ ლოდინის სურვილი გეკარგება.

ჩემ შემთხვევაში, ყველაფერი 2021 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც მოულოდნელად გაითიშა ფეისბუქ პროფილი და მაცნობა, რომ უნდა დამედასტურებინა ვინაობა, მოითხოვა პირადობის მოწმობის გაგზავნა და ბოლოს დაწერა, რომ კოვიდ პანდემიის გამო, საკითხის განხილვას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვინაიდან თანამშრომლების ნაკლები რაოდენობა მუშაობს იმ დეპარტამენტში, სადაც ფეისბუქ პროფილების ნამდვილობას განიხილავენ.

საბოლოო პასუხი იყო ის, რომ წლების წინ შექმნილი ფეისბუქ პროფილი გამითიშეს სამუდამოდ. სხვა რა გზა იყო, გავხსენი მეორე, სულ რაღაც ერთ კვირაში, ეს პროფილიც გაითიშა იმავე მიზეზით, თითქოს ვარღვევდი ფეისბუქის მიერ დადგენილ საზოგადოებრივ წესებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ კუთვნილი ვებ გვერდის ოფიციალურ გვერდზე ვავრცელებდი ახალ ამბებს.

გავხსენი მესამე პროფილი და რამდენიმე დღეში ისიც იმავე მიზეზით გამორთო ფეისბუქმა. გავხსენი მეოთხე და აბა გამოიცანით რა მოხდა? – ისევ ის, რაზეც უკვე ვისაუბრე ზემოთ.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ფეისბუქი დაემსგავსა ერთ დიდ ცენცურის მანქანას, სადაც თავისუფლად ვერ გამოთქვამ აზრს, რადგან ეს, მავანისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს და უბრალოდ, ასე, ერთი ხელის მოსმით გაგინადგუროს წლობით შექმნილი გვერდი.

დღეს კვლავ გავრცელდა ცნობები, რომ ადამიანებს გაუთიშეს პროფილები, მათ შორის ვარ მეც. მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებაზე დაბრალება, თითქოს განსხვავებული აზრის გამო არეპორტებენ და ბლოკავენ, არის დიდი აბსურდი, პასუხი მოვთხოვოთ ფეისბუქს, მაგრამ სად? არ არსებობს პირდაპირი კავშირის არანაირი საშუალება, რომ ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნებით მიმართონ ადმინისტრაციას, ვართ ერთი  ქართველი გოგონას იმედად, რომელიც სადღაც დუბლინში ზის და საკუთარი შეხედულებებისამებრ იღებს გადაწყვეტილებებს, ვინ არღვევს წესებს და ვინ არა.

გიორგი ლაღიძე – Multimedia.ge-ს დამფუნებელი/რედაქტორი

თქვენი კომენტარი?