მოვითხოვ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას!”- თამთა მეგრელიშვილი

389
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოვითხოვ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, აკრძალვას!”- წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში:

“არა დემიშიზაციას! აიკრძალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში უამრავი მძიმე დანაშაულის (ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება, სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი) პარალელურად, ეს ბოროტი ძალა, მკვდრეთით აღმდგარი მუმიებით არ წყვეტს ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ საქმიანობას.

პარტიის ლიდერები და საშუალო რგოლის წარმომადგენლები აშკარად, დაუფარავად მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ.

საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოს უზენაესი კანონი უშვებს შესაძლებლობას, მოხდეს იმ პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან.

“საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს”.
ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

სახელმწიფომ სათანადო კანონიერი პასუხი უნდა გასცეს ამ მანკიერი ძალის მიერ ორგანიზებულ ძალადობას.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

თქვენი კომენტარი?