ეს ხელისუფლება კლავს, მისი შეცვლა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა სიკვდილ სიცოცხლის საკითხია – ეკა კვესიტაძე

1326
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მთავარი არხი”-ს წამყვან ეკა კვესიტაძის შეფასებით, ხელისუფლება ადამიანებს კლავს, რადგან ქვეყანაში ჯერ არცერთი ვაქცინა არ არის შემოსული იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში უკვე მე-4 ვაქცინის რეგისტრაცია სრულდება.

კვესიტაძე ერთადერთ გამოსავლად ვადამდელ არჩევნებს და ახალ ხელისუფლებას მიიჩნევს.

“ჯონსონი”-ს ვაქცინა რამდენიმე საათში მიიღებს FDA-ს ავტორიზაციას და ხვალიდან უკვე მეოთხე ვაქცინა შემოვა ბაზარზე. ამასობაში, საქართველოში ერთი ვაქცინაც არ არის შემოსული!!

ვაქცინაა ერთადერთი გზა თავი დავაღწიოთ ჩაკეტილობას, ვირუსით სიკვდილს, ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს. ეს ხელისუფლება კლავს – პირდაპირი მნიშვნელობით. მისი შეცვლა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა სიკვდილ სიცოცხლის საკითხია ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც თავისი სიცოცხლე ადარდებს” – წერს ეკა კვესიტაძე.

თქვენი კომენტარი?